Tuesday 11 May 2010

პროექტის სახელი : მთვარე .
პროექტის მიზანი :მიიღონ ინფორმაცია დედამიწის თანამგზავრ მთვარაზე .ახსნან კავშირი დედამიწასა და მთვარეს ურთიერთქმედების შესახებ. (მთვარის ფაზები, დაბნელება, ზღვის მიმოქცევა)
პროექტის სრული აღწერა: გაკვეთილი 1.

დაფაზე ვაკრავ მთვარის ნახატს და ცხრილს (ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე.) მივმართავ კლასს კითხვებით:
1. რა იცით მთვარის შესახებ?
2. რა გინდათ იცოდეთ
ფრონტალურად წამოსულ პასუხებს თანამიმდევრობით ვინიშნავ. დაგროვდა საკითხები რომლებიც საჭიროებს პასუხების გაცემას.
მოსწავლეები ჩუმად კითხულობენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს. ლექსიკონზე მუშაობენ მასწავლებლის დახმარებით.
კლასში მსჯელობენ და ასრულებენ წიგნში მოცემულ სავარჯიშოებს.
ვურიგებ ბარათებს ვებგვერდების მისამართებით. რათა მოიძიონ ინფორმაცია მთვარის შესახებ.
გაკვეთილი 2—3დაწყვილებული გაკვეთილები.

მოტანილ ინფორმაციის საშუალებით ნაწილობრივ შეივსება გრაფა „ვისწავლე“.
ხდაბა ჩამოწერა საკითხებს ჯგუფებში სამუშაოდ. (გონებრივი რუკა. )
2. როგორი პლანეტაა მთვარე? (აგებულება)

1. მთვარის ფაზები, მთვარის დაბნელება. (ფაქტები) 3. როგორ წარმოიშვა მთვარე? (ვარაუდები)
4. როგორ მივაღწიოთ მთვარეს? (საჭიროებები)
5. როგორ დავასახლოთ მთვარე? (ფანტაზია. )
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებს. ისინი ინაწილებენ საქმეს, მოტანილ ინფორმაციებს ახარისხებენ. იწერენ სათანადო საკითხებს. ფორმატზე ქმნიან თემატურებს და აფორმებენ ნახატებით.ირჩევენ პრეზენტატორებს, ინაწილებენ საქმეს პრეზენტაციისთვის
გაკვეთილი 3.

პრეზენტაციას ესწრებიან სტუმრები.
თითოეული პრეზენტატორი წარმოადგინეს თავის მასალას. პასუხობს დასმულ კითხვებზე. მსჯელობს მეგობრების მოსაზრებებითაც (საჭიროების შემთხვევაში.)
მოსწავლეებს კითხვებს უსვამენ დამსწრეებიც.
ჯგუფები ფასდება შემდეგი რუბრიკების მიხედვით :
!. პრეზენტაციის ხარისხი.
2 ნამუშევრის ვიზუალური მხარე.
3 ნამუშევრის შინაარსობრივი მხარე.
4.ურთიერთთანამშრომლობა.
5. ჯგუფში წევრთა ჩართულობა.
(ყურადღება ექცევა დროის ფაქტორსაც.)
გარდა ჯგუფებისა ფასდებიან პრეზენტატორებიც.
შავი ვარსკვლავი-არ გამოსდის.
მწვანე ვარსკვლავი- პრობლემები აქვს.
წითელი ვარსკვლავი -წარმატებები აქვს.

გაკვეთილი 4
ელექტრონული პრეზენტაცია. ვაჩვენებ მოსწავლეებს მასალას . სადაც ნაჩვენებია მთვარეზე უწონადობის მდგომარეობა.მოძრაობები.
მოსწავლეები სვავენ გაჩენილ კითხვებს. ვპასუხობ ამ კითხვებს მათი დახმარებით.
ელექტრონული პრეზენტაციის შემდგომ ვავსებთ მიღებული ინფორმაციით ვავსებთ ‘ვისწავლეს“ სვეტს.
მოსწავლეებს დავალებად ვაძლევ ნანახით მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემას. (შეუძლიათ დახატონ ან დაწერონ.)

გაკვეთილი 5. გამოფენა

მოტანილი ნახატები იკვრება სადემონსტრაციო დაფაზე. როგორც ბავშვებისათვის ასევე სტუმრებისათვის.
ხდება დათვალიერება და აზრის გამოთქმა.
მონაწილეთა ასაკი: მე- 3-ე კლასი.
ვადები / ხანგრძლივობა: 5დღე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : ინფორმაციის მოძიება. ჯგუფური მუშაობა. პრეზენტიცია. ელექტრონული პრეზენტაცია. კითხვა - პასუხი. ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე .
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას : ნახატების გამოფენა, მთვარის შესახებ ცოდნის გაღრმავება.დამოუკიდებლად ძიების ინტერესის გაღვივება.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მისი კავშირი: მიიღებენ და გაანალიზებენ ინფორმაციას დედამიწის თანამგზავრ მთვარეზე. გამოიკვლევენ და ახსნიან დედამიწასა და მთვარეს შორის ურთიერთქმედებას. მთვარის ფაზები, დაბნელება, ზღვის მიმოქცევა. განამტკიცებენ ურთიერთანამშრომლობას.
მოსწავლე მარტივად ახასიათებს მზის სისტემას.
1. იყენებს ილუსტრაციებს და მარტივად ახასიათებს მზის სისტემას.
2. თხზავს ისტორიას მთვარის შესახებ.
3. აღწერს აღჭურვილობასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება კოსმოსში სამოგზაუროდ.
ხელოვნება
.მოსწავლე იყენებს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითად ელემენტს და პრინციპს ნამუშევრის შექმნისას.
1. ნახატზე მუშაობისას გადმოსცემს საგნის საერთო პრინციპს.
2. არჩევს ნახატში წინა და უკანა პლანს. შეუძლია სიბრტყითი ელემენტების მარტივად წარმოსახვა.
3. მოსწავლე გამოსახავს სხვადასხვა მოტივის იდეებს ნამუშევარში.
4. ქმნის სიუჟეტს თავისუფალ თემაზე საკუთარი ფანტაზიით.
5. მოსწავლე წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს , უზიარებს თანაკლასელებს აზრს და იდეებს.
6. ცდილობს შეფასებას , რამდენად შესძლო ჩანაფიქრის განხორციელება.
7. ნამუშევარზე საუბრისას იყენებს სათანადო ტერმინოლოგიას.
8. უზიარებს მეგობრებს საკუთარ დაკვირვებებს.
9. სვამს და პასუხობს კითხვებს ნამუშევრის წარდგინებისას.
10. წარმოადგენს ნამუშევრებს ფართო აუდიტორიის წინ.

პროექტის ფასილიტატორი: ნ. ბებნაძე.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nanuka 2610@gmail.com